ტრენინგი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, რადგან გავეცანი საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებას , კერძოდ: როგორ გამოვიყენოთ ეფექტური პროექტის შესაქმნელად ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, როგორ გავუზიაროთ google drive -ს მეშვეობით კოლეგებს ფაილი და მივიღოთ უკუკავშირი, შევქმნათ ბუკლეტი პრეზენტაცია, კვლევისათვის საჭირო კითხვარის მომზადება.ბლოგზე ჩანართების გაკეთება და ელექტრონული პორტფოლიოს გამოქვეყნება.
пятница, 17 апреля 2015 г.
понедельник, 6 апреля 2015 г.
пятница, 3 апреля 2015 г.
მე-7 დღის რეფლექსია
გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შეფასების გეგმას და მის ფორმებს, გავიგე სხვადასხვა სტრატეგიებით, როგორ შეიძლება ინფორმაციის მოპოვება მოსწავლეთა ცოდნის შესახებ. რაზე გავამახვილო ყურადრება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვისას.
вторник, 31 марта 2015 г.
მე-6 დღის რეფლექსია
ამ მოდულზე ვისწავლე პრეზენტაციის გუგლი დისკზე ატვირთვა, რედაქტირება და ბლოგზე გამოქვეყნება. ასევე ბლოგიდან არასასურველო მასალის წაშლა. ბლოგის დიზაინის შეცვლა , ჩანართების ჩასმა ბლოგზე.
пятница, 27 марта 2015 г.
მე-5დღის რეფლექსია
მოდულზე გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენისათვის სხვადასხვა რჩევებსა და ნიმუშებს, ასევე პროექტის შეფასების მეთოდებს და როგორ შეიძლება მისი დროში გაწერა, პრეზენტაციის ძირითად ელემენტებს.
ვისწავლე: პროექტზე მუშაობის დროს რა ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსების გამოყენება შეიძლება მოსწავლეთა თანამშრომლობისათვის. გავეცანი საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენების წესს.ასევე ინტერნეტის საშუალებით როგორ შეიძლება სხვადასხვა კვლევების მომზადება.
пятница, 20 марта 2015 г.
მე-3 დღის რეფლექსია
შევისწავლე როგორ შეიძლება ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით გავუზიარო კოლეგებს ჩემთვის საინტერესო მასალა და მივიღო უკუკავშირი, გავეცანი მასალებს რაც დამეხმარება სწორად შევარჩიო მიზანი სტანდარტებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ასევე მივიღე ინფორმაცია ისტ ტექნოლოგიების კონფერენციისა და ვიდეო გაკვეთილების საიტზე.
вторник, 17 марта 2015 г.
მეორე დღის რეფლექსია
გავიგე როგორ გამოვიყენო პროექტი სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, რა გავითვალისწინო პროექტის დაგეგმვის დროს, ასევე გავეცანი შაბლონებს გაზეთისა და ბროშურის შესაქმნელად. ვისწავლე word-ში მზა ბუკლეტის ნიმუშის მოძიება. იმ ვებ გვერდის მისამართის შენახვა, რომელიც ჩემთვის საინტერესოა. შემექმნა გარკვეული წარმოდგენა ,თუ როგორ შეიძლება ყოველივე ამის გამოყენებით მოსწავლეებს განუვითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და გაიზარდოს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)