პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაიღრმაონ ცოდნა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შესახებ. აქცენტი გააკეთონ ამ სახეობებისათვის არსებულ საფრთხეებზე. შექმნან ამ სახეობების, ამსახველი ნახატები.გამოიმუშაონ თანამშრომლობის, კვლევის , დაკვირვებისა და აღწერის უნარ-ჩვევა.
მოსწავლეებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის , საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
პროექტის შედეგი: მოსწავლეებს განუვითარდებათ გარემომცველი სამყაროს კვლევის უნარ-ჩვევა, ჩამოუყალიბდებათ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება.
ზრუნვა და პასუხისმგებლობა. გააცნობიერებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობას.
პროექტის აღწერა:
1.კლასი დაყოფილია 5 ჯგუფად, თითოეული ჯგუფი ირჩევს
»ნითელ წიგნში» შეტანილ ერთ მცენარეს ( წაბლი, საკმლის ხე, ლაფანი, მაღალმთის მუხა, უთხოვარი)
2. მოსწავლეები მოიძიებენ მასალას, ბიბლიოთეკისა და ისტ. ტექნოლოგიების მეშვეობით.( როგორია გარეგნული აღწერილობა? გავრცელება? მნიშვნელობა? რატომ არის ეს მცენარეები იშვიათი?)
3. მოეწყობა ექსკურსია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში.
4. მოსწავლეები შექმნიან ამ სახეობების , მათი საცხოვრებელი გარემოს, საფრთხეებისა და ა.შ. ამსახველ ნახატებს. მოეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა.
5. მოსწავლეები უზიარებენ ერთმანეთს მოპოვებულ ინფორმაციას, მსჯელობენ არსებულ პრობლემებზე და იმაზე თუ რა ზომების მიღება შეიძლება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დასაცავად.
6. ამზადებენ პრეზენტაციას. მოაწყობენ ჩვენებას სკოლის ფარგლებში.
7. გაკეთდება სტენდი, მოსწავლეთა მუშაობის შეჯამების მიზნით.
მოსწავლეთა ასაკი: 11-12 წელი. მე-6 კლასი.
სარგებელი სხვისთვის: მივიღონ ინფორმაცია, საქართველოში არსებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შესახებ. მათი დაცვისათვის პირველყოვლისა ამ სახეობების მდგომარეობის ცოდნაა აუცილებელი.
პროექტის ხანგრძლივობა-1თვე
სამუშაო ენა: ქართული
პროექტის ფასილიტატორი: ნათია ჩუბინიძე.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: natia.chubi@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი: chubinidze-natia.blogspot.com